Friday, March 29, 2013
საინტერესო გაკვეთილები ეკოლოგიაში
ოზონის შრე
`არაფერი ამ მიიღება უსასყიდლოდ~
შენი აზრით, როგორია ატმოსფეროს აგებულება?
_________________________________________________________________________
_________________________________________________________________________
რისგან შედგება ჰაერი, რომელითაც შენ სუნთქავ?
_________________________________________________________________________
დედამიწას გარს აკრავს სხვადასხვა აირისაგან შემდგარი საფარველი, რომელსაც ატმოსფერო ეწოდება. ატმოსფერო შედგება 5 შრისაგან: 1. ტროპოსფერო (10 კმ-მდე), ეს ფენა ატმოსფეროს აირების 80%-ს შეიცავს; 2. სტრატოსფერო (50 კმ-მდე), რომელიც აირების 19%-ს შეიცავს და სადაც მდებარეობს ოზონის შრე; 3. მეზოსფერო (80 კმ-მდე), 4. თერმოსფერო (500 კმ-მდე), სადაც ძალიან მაღალი ტემპერატირაა 5. ეგზოსფერო (500 კმ-ის ზევით), სადაც ატმოსფერო კოსმოსს ერწყმის.
რა აბინძურებს ატმოსფეროს?
_________________________________________________________________________
_________________________________________________________________________
რა მნიშვნელობა აქვს ატმოსფეროს შედგენილობის შენარჩუნებას?
_________________________________________________________________________
_________________________________________________________________________
რა გვიცავს ულტრაიისფერი სხივებისაგან?
_________________________________________________________________________
_________________________________________________________________________
რა არის ის ძირითადი პრობლემა, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე?
_________________________________________________________________________
_________________________________________________________________________
ატმოსფერო ხუთ ძირითად ფენად იყოფა. აქედან, დედამიწაზე სიცოცხლე ტროპოსფეროს საზღვრებს არ სცილდება, თუ არ ჩავთვლით მიკროორგანიზმებს, რომლებიც სტრატოსფეროსაც აღწევენ ჰაერის მასების აღმავალი ნაკადების საშუალებით. ტროპოსფერო ესაა ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ და გარშემორტყმული ვართ. ამრიგად, ტროპოსფეროს მნიშვნელობა სიცოცხლისათვის ცხადზე უცხადესია.
სტრატოსფეროსაც აქვს დიდი ეკოლოგიური მნიშვნელობა. სტრატოსფეროში თავმოყრილია ოზონი, რომელიც საკმაოდ თხელ შრეს წარმოქმნის. ოზონი აკავებს ულტრაიისფერ გამოსხივებას. ამგვარად, ტროპოსფეროში მოღწეული მზის სხივები შეიცავს ულტრაიისფერ სხივებს საშიში რაოდენობით. ულტრაიისფერი სხივები აზიანებს ცოცხალ არსებებს: მცენარეთა ფოთლებს, ცხოველების მხედველობას, კანს და სხვ.
სამწუხაროდ, ხელოვნურად მიღებული ზოგიერთი აქროლადი ნივთიერებები სტრატოსფეროში შლიან ოზონის შრეს. ამ დამცველი შრის შემცირებამ, დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში, უკვე საშიშ მასშტაბებს მიაღწია.
ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან აქროლადი ნივთიერებების წარმოების შეწყვეტაა. განვითარებულმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აქროლადი ნივთიერებების წარმოების თანდათანობით შეწყვეტის შესახებ. რაც უფრო სწრაფად შესრულდება ეს შეთანხმება, მით სწრაფად დაიძლევა არსებული პრობლემა. ოზონის შრის წარმოქმნა ხდება სტრატოსფეროში ჟანგბადისაგან ელექტრული განმუხტვების დროს.
ოზონის შრის გამაგრებას ხელს უწყობს ტყეების გაშენება.
ოზონი დაბლა ტროსფეროშიც გვხვდება, ოღონდ თუ სტრატოსფეროში იგი ბუნებრივი ქიმიური რეაქციების შედეგად წარმოიქმნება, ტროპოსფერული ოზონი ხელოვნური პროცესების, კერძოდ, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვში არსებული ოქსიდებისა და ატმოსფერულ ჟანგბადს შორის მიმდინარე ქიმიური რეაქციების პროდუქტია. თუ სტრატოსფერული ოზონი დედამიწაზე სიცოცხლის დაცვას ემსახურება, ტროსფეროს ოზონი პირიქით, მასზე მომწამვლელ გავლენას ახდენს, ამიტომ მასთან ბრძოლაა საჭირო. ეს კი მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების წარმოებით თუ მოხერხდება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment