Sunday, September 20, 2015

ციფრული რესურსი


ციფრული რესურსი

ციფრული რესურსი
ისt-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი გაკვეთილების ჩატარებისას, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ მასალას, რათა  მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო  გავხადოთ  ბიოლოგიური მოვლენა. მაგალითად: ანიმაციების ჩვენება შემდეგ თემებზე:   მცენარის აღმოცენება, ფოტოტროპიზმი,  დამტვერვა, განაყოფიერება,    მიტოზი, მეიოზი, გულის მუშაობა, ფილტვების მუშაობა და სხვა. ანიმაცია  მოსწავლეს ეხმარება პროცესის აღქმასა და მასალის გააზრებაში. ახდენს რა დაკვირვებას, აღწერას, ანალიზისს . ფილმები ( მაგ. ეკოლოგიური) ეხმარება მოსწავლეს უფრო თვალნათლივ დაინახოს და განსაზღვროს პრობლემა, პრობლემის არსებობის მიზეზები, განიხილოს მოსალოდნელი შედეგები, დააკავშიროს რეალობასთან, დასახოს პრობლემის თავიდან აცილების ან გადაჭრის გზები.

ეს ფილმები  ხელმისაწვდომია You Tube-ზე.